ნაკვეთი წავკისში – საუკეთესო შენაძენია

ნაკვეთის მდებარეობა

8000 კვ. მ. ნაკვეთი თითქმის სწორი ოთხკუთხედის ფორმისაა. იგი თბილისს სულ 7 კილომეტრითაა დაშორებული და ძირითადი გზიდან 1500 მეტრშია.

ნაკვეთი მდებარეობს სამხრეთ–აღმოსავლეთ ფერდობზე, რაც ფარავს მას, ერთი მხრივ, ზამთრის ქარებისგან, და მეორე მხრივ ზაფხულის მხურვალე მზის სხივებისგან.

ფერდობი პირდაპირ თბილისს გადაჰყურებს. თუ ჩვენ დავდგებით სახით დედაქალაქისკენ, აღმოვაჩენთ, რომ ხელმარცხნივ 500 მეტრში იწყება მთაწმინდის პარკის დაცული ტერიტორია, ხელმარჯვნივ – ცნობილი პრესტიჟული არქიტექტურული პროექტი – წავკისის ველი, და ზურგს უკან, ნაკვეთიდან სულ რაღაც 400 მეტრის დაშორებით იწყება ფიჭვნარით დაფარული მთა.

ნაკვეთის გვერდით შეგიძლიათ აგრეთვე აღმოაჩინოთ პატარა ხევი, რომლის ძირში ანკარა წყარო ღიღინებს. საინტერესოა, რომ მას "ბარაქას წყაროს" ეძახიან.

ტერიტორიაზე აქტიურად შენდება კერძო სახლები და მთელი საცხოვრებელი კომპლექსები, ასე რომ კომუნიკაციების სიახლოვე უზრუნველყოფილია, ეს ეხება როგორც გზებს, ასევე გაზს, წყალს, შუქს.